13:18 - 26 Jan, 2021
2021-01-14 09:38:07, 321 ნახვა

პოლიტიკა
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს.

„ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების.

თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეში ჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავეს და დღესაც განასახირებს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირებულებებს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმ გმირული სისხლისა, რომელიც ატყვია მის სპეტაკ ველს, ისევ ფრიალებს და წინ მიუძღვება ქვეყანას უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისაკენ.

14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონე ადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics