03:30 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 14:24:28, 607 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა

მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა.

EMC-ის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ჯერ კიდევ გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა.

„გამოძიების პირველ თვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს ჩადენილი დარღვევების იდენტიფიცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების ამოღება ამავე უწყების გამომძიებლების მიერ განხორციელდა. საქმის მასალებიც კი სუს-მა პროკურატურას გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაუგზავნა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან უკვე ამოღებული და საბოლოოდ, განადგურებული და სავარაუდოდ ფალსიფიცირებული იყო“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics