|
2020-12-21 15:01:21, 602 ნახვა
საზოგადოება
ჰანს კლუგე - დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წინასაახალწლოდ წყალში არ უნდა ჩაიყაროს
საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ახალ კორონავირუსზე საპასუხო ქმედებები, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში.
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირებას ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჩვენ კლებადი მაჩვენებლების მომსწრენი ვართ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა. ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება. დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს წინასაახალწლო პერიოდში. მთელს ევროპაში შეინიშნება პანდემიური გადაქანცვა. გვესმის ხალხის განცდები, მაგრამ შობა-ახალი წლის წინასწარ მილოცვასთან ერთად მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, უსაფრთხოდ გადაეტანოს ეს დღეები იმ პრინციპით, რომ თუ ჩემს თავს ვუფრთხილდები ე.ი. ჩემს ირგვლივ მყოფებსაც ვიცავ, რადგან მიყვარს ისინი", - განაცხადა ჰანს კლუგემ. რაც შეეხება გრძელვადიან თანამშრომლობას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საყოველთაო ჯანდაცვის არეალის გაფართოების მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდის პერსპექტივებზეც. „ეს რამდენიმე ასპექტს მოიცავს და მათ შორის მოიაზრება ციფრული ჯანდაცვა, მენტალური ჯანმრთელობა და მოსახლეობის დაცვა დაავადებებისგან. გვსურს, რომ ჯანმრთელობა იქცეს თაღოვან პრიორიტეტად, რაც იმის წინაპირობაა, რომ, კეთილდღეობის მქონე, ინკლუზიური და გამძლე საზოგადოება არსებობდეს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს", - აღნიშნა ჰანს კლუგემ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)