06:08 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 18:47:37, 525 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალსა და ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა სრულდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ და ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა სრულდება.

3 000 კვ.მ და 2 000 კვ.მ ფართობების სკვერებში განთავსდა საბავშვო ზონები კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაიგო ქვის ხალიჩა, მოეწყო კაუჩუკის ბილიკი, დაირგო მცენარეები და ბალახი.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე შეხვდნენ.

„ორივე მისამართზე არსებული რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება. საკმაოდ დიდი ტერიტორიებია, რომლებიც გაზაფხულზე კიდევ უფრო ლამაზი და მწვანე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის პროცესში პროექტების სხვადასხვა დეტალის შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხდება და მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების პროექტების ჯამური ღირებულება 454 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics