06:09 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 12:48:42, 648 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად

ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე მოქმედი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პირველ რიგში კერძო სექტორთან შედგება.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესა არის მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. აქედან გამომდინარე, იცით, რომ პირველ რიგში გვექნება კერძო სექტორთან კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics