20:44 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 11:15:02, 6123 ნახვა

კულტურა
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2020 წლის ოქტომბერში, ცნობილი გამომცემლობის „Yatra Books" მიერ, პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ("Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir").

პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს დოქტ. ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს, ხოლო  ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ონკარ ფონდეკარმა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ჰინდი ენაზე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთში საქართველოს და ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის", ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics