07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:21:18, 1923 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ პეტრას ციხის რეაბილიატაციის პროცესი მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად პეტრას ციხის რეაბილიატაციის პროცესი მოინახულა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრას ციხის რეაბილიტაცია აჭარის ა.რ. მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  დაიწყო.

„პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ჯამში 350 000 ლარი დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული თანხები ციხის მიმდებარე ტერიტორიის  კეთილმოსაწყობად. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ცენტრი სანახაობრივად. დაიტვირთება ისტორიული მონაცემების საინფორმაციო დაფებით.  პეტრას ციხეს  ტურისტები არასოდეს აკლდა, თუმცა გვინდა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, როცა აქ ტურისტი ამოვა, დახვდეს სანახაობრივად და დასასვენებლად საჭირო ყველა სერვისი“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

„მიმდინარეობს ციხის გალავნის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 318 433 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,ტაო-ტბელი’’ ასრულებს.

აღსანიშნავია ის, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შემუშავებული აქვს პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეძენილ იქნება  ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. აჭარის რეგიონს რეაბილიტირებული პეტრას ციხის სახით კიდევ ერთი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი შეემატება“, - აცახდებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics