|
2020-12-10 15:49:10, 900 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინის ყველა აქტიური მობილური თამაში ამიერიდან ხელმისაწვდომია განახლებულ პორტალზე: games.beeline.ge. ამის შესახებ ინფორმაციას ბილაინი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პორტალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები და წუთები. განახლებულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ლიდერთა სიის შემოწმებაც, სადაც მომხმარებლები ხედავენ მოხვდნენ თუ არა დღის, კვირის, თუ თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. პორტალის ბლოგის კატეგორია კი განუთვნილია მობილური თამაშების სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაციისთვის. „ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნით. ამ ეტაპზე ბილაინს, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 7 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. მომხარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი და დაიწყონ მეგაბაიტების, სასაუბრო წუთებისა და, სამომავლოდ, SMS-ების დაგროვებაც. 2020 წლის 31 დეკემბრადე, ბილაინის თამაშების მომხმარებელებს ასევე შესაძლელობა აქვთ ჩაერთონ მიმდინარე გათამაშებაში, რომლის შედეგადაც თვის ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება აბონენტი, რომელმაც ერთჯერადად მეგაბაიტების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მას მოგებული მეგაბაიტები უორმაგდება. აბონენტი რომელიც ერთი თვის პერიოდში - 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ერთჯერადად მაქსიმალური რაოდენობის მეგაბაიტებს დააგროვებს, საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch. დეკემბრის ბოლო დღეს კი ვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად, 15 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში ერთჯერადად მაქსიმალური ქულა დააგროვა და მას საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)