|
2020-12-10 14:43:18, 618 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - „ევროპული საქართველო“, რომელიც სინამდვილეში „ბნელი საქართველოა“, პირველივე დღიდან ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას
ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში ბნელი საქართველოა, პირველივე დღიდან ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ბოკერიას პარტია მას ხელს არ აწერს. „რასაც ოპოზიცია მთელი ერთი თვე ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ამ ოთხივე საკითხზე პრინციპში შეთანხმებული ვართ. რა ხდება ახლა? ბოკერიასა და უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს! ხომ არის შეთანხმება, მას ხელი უნდა მოაწერო, ხელმოწერისა და პირობების შესრულების შემდეგ პარლამენტში შეხვიდე, მაგრამ აქ ხდება ყველაზე უცნაური ამბავი, რომ ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში მავნებელი და ბნელი საქართველო არის, პირველივე დღიდან ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)