|
2020-12-09 17:36:16, 680 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე რეგისტრაციის მოხსნაზე - „ქართულ ოცნებას“ თამაშში არ ავყვები
„ვეუბნები ბატონ კობახიძეს, არ ავყვები „ქართულ ოცნებას“ საკუთარ თამაშში“, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გარკვეულ პარტიებს რეგისტრაციას გაუუქმებენ. ვაშაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მეტ რადიკალიზაციას ემსახურება. „ვერც ერთი პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტა ვერ მოხდება ამას არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია არ დაუჭერს მხარს. მე ამ ევროპული და ამერიკული ინსტიტუციების დიდი იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს შიგნით ინსტიტუციები არის გაუფასურებული, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინსტიტუციები, სადაც ეს არ არის გაუფასურებული. ამიტომ ეს არის მცდელობა მეტი რადიკალიზაციისკენ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაგვხვიონ ერთ მარაქაში, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან, ვეუბნები ბატონ კობახიძეს, არ ავყვები „ქართულ ოცნებას“ საკუთარ თამაშში“, - განაცხადა ვაშაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)