18:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 17:27:20, 516 ნახვა

პოლიტიკა
​ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მმართველ გუნდს აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც ოპოზიციას საკუთარი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად მეტ დროს მისცემს.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

„წინასწარ კონკრეტული მოლოდინი ვერ გვექნება რომელიმე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში რვა პარტია იქნება თუ ექვსი, ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მომავალ წელს ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics