|
2020-12-07 11:41:06, 529 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მხარეებს რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები
„მიჭირს იმის თქმა, თუ რითი დასრულდება მოლაპარაკება, რადგან მხარეებს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, დიალოგის პროცესი რთული იქნება. „მოლაპარაკების პროცესიდან გამომდინარე, რომელიც გასულ კვირას აქტიურად მიმდინარეობდა, ჩემთვის ნათელია, რომ დიალოგის პროცესი ძალიან რთული იქნება. ფასილიტატორებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მხარეებს პოზიციები გაეცვალათ. ბევრი მოსაზრება და წინადადება იქნება წარმოდგენილი. ახლა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა. საუკეთესო გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის ფართო შეთანხმება იქნება, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი. მიჭირს იმის თქმა, თუ რითი დასრულდება მოლაპარაკება, რადგან მხარეებს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები“, - განაცხადა ჰარცელმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)