|
2020-12-03 18:10:18, 642 ნახვა
საზოგადოება
დეპორტირებულების საქმის აღსრულებაში მცირე წინსვლა შეინიშნება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შუალედური რეზოლუცია მიიღო, რაც მოპასუხე მთავრობის მიერ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში პროცედურების დასაწყებად პირველ პროცედურულ ნაბიჯს წარმოადგენს. შუალედურ რეზოლუციაში ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომელთა მიხედვითაც, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10,000,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა საქართველოს, სულ ცოტა, 1,500-მა მოქალაქემ. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულებას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქმის აღსრულების პროცესში შეინიშნება მცირე წინსვლა. კერძოდ, წინა სხდომებისგან განსხვავებით, რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად ჩაერთო კონსულტაციებში, რათა კომპენსაციის გადასახდელად ისარგებლოს ევროპის საბჭოს შუამავლობით. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს სამდივნოს შუამავლობით მხარეთა შორის დაწყებულ კონსულტაციებზე და მკაცრად მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაასრულოს კონსულტაციები. კერძოდ, შუალედური რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე უნდა დაასრულოს ხსენებული კონსულტაციები კონკრეტული შედეგით. აღნიშნულ ვადაში კონკრეტული შედეგის არარსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვა გაიმართება უახლოეს სხდომაზე (2021 წლის მარტში) და მინისტრთა კომიტეტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქმის აღსასრულებლად. ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს აღნიშნული საქმის აღსრულებას, გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტს, 1-3 სექტემბერს და 29 სექტემბერი-1 ოქტომბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)