|
2015-01-29 15:28:22, 725 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილმა მთელს საქართველოს დასცინა
„ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ჯერზე გვაკვირვებს და ახალ რეკორდებს ხსნის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილმა მთელს საქართველოს დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ლარი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს. „სულ გვგონია ხოლმე, რომ ამაზე მეტი სისულელე რა შეიძლება თქვას ამ კაცმა. ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ჯერზე გვაკვირვებს და ახალ რეკორდებს ხსნის. რას ვერჩოდით ჭიკაიძეს როცა მან თქვა რომ კრიმინალი მშვენიერ დღეშია. დღეს ამ კაცმა მთელს საქართველოს დაცინა და გვითხრა რომ ლარი არის მშვენიერ დღეში და ხალხის ბრალია რომ უჭირთ და არ იციან ფულის დაბანდება ისე კარგად, როგორც მან იცის ეს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ სასაცილო არ არის, რადგან ამ კაცს აქვს სრული ძალაუფლება და არის საშიში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს, ემუქრება სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირდაპირ ემუქრება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ ეს კაცი სასწრაფოდ უნდა ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას დემოკრატიული გზით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ეროვნული ვალუტის მდგომაროებაზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საზოგადოებას „ტვირთად არ აწევს“. „ლარი მოგონილი თემაა და არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას. „რუსთავი 2“ აგიტაციას ეწევა. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ეს ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკაში, რა თქმა უნდა ის საქართველოზეც აისახება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)