20:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 16:16:53, 5260 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - აივ/შიდსიც პანდემიაა

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და  ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2020 წლის თემა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობაა“.

უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსთან ერთად, აივ-შიდსიც პანდემიაა. 

წლევანდელი ღნისძიება covid-19 ოპანდემიის გამო მოკრძალებული იყო, რომლის დროსაც ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ქვეყანაში შექმნილ აივ ეპიდემიოლოგიაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მოსულმა რეპორტიორებმა სიმბოლურად აივ შიდსის აღმნიშვნელი წითელი ბაფთები(რიბონი) და სქსეობრივი გზით გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება საჩუქრად მიიღეს.

1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. Covid-19 პანდემიამ, ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც გამოავლინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული მრავალი პრობლემა. მნიშვნელოვანია Covid-19 პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აისხა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე.

დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავლმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო Covid-19 პანდემიას. ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ Covid-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში!

ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კვლავ აქტუალურია და კვლავ შეახსენებს საზოგადოებას და მთავრობებს აივ/შიდსის პრობლემის შესახებ, რომელიც ისევ მწვავედ დგას და ტვირთად აწევს ადამიანებს, საზოგადოებას და ქვეყნებს. ჯერ ისევ კრიტიკულად მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოხდეს: ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ; სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეით აივ ტესტირება დღესვე!

საინტერესო ცნობა

გასულ თვეს, ევროპის წამლის სააგენტომ  (EMA)  პირველად გასცა რეკომენდაცია აივ მკურნალობის ინექციურ საშუალებაზე. ახალი ინექციური სამკურნალო საშუალება, რომელიც 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი  x  კობოტეგრავირი) რეკომენდირებულია ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტის მიერ.
პირველი მედიკამენტი ARV, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ფორმულირება. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიური აბების ნაცვლად, პაციენტები იღებენ კუნთებში ინექციებს ყოველთვიურად ან ორ თვეში ერთხელ. კვლევებმა აჩვენა მოქმედების სრული უსაფრთხოება და ეფექტურობა,  შედეგის მისაღწევად კი პაციენტები თერაპიულ ინექციას იტარებენ ყოველ ოთხ ან რვა კვირაში ერთხელ. 
ინექციური სამკურნალო საშუალება აღარ საჭიროებს პაციენტის მიერ ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას. პაციენტები შეძლებენ, სტანდარტულად, ინექციის გზით მოახდინონ ვირუსის სუპრესია არაგანსაზღვრად მაჩვენებლამდე ეს პროცედურა კი შესაძლებელია გაიმეორონ თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ.

ახლანდელი არვ მკურნალობა ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას,  ვირუსული დატვირძთვისა და CD4 ლიმფოციტების მუდმივ კონტროლს საჭიროებს, ინექციური არვ მკურნალობა ამ დისკომფორტს სრულად მოუხსნის პაციენტებს.
ინექციური მკურნალობა ეფექტურია – ეს კი 3 ფაზიანი კვლევით დასტურდება, რომლებმაც აჩვენა, რომ 4 და 8 კვირიანი ინექცია ახდენს ვირუსის სუპრესიას ორგანიზმში და აქვს იგივე ეფექტი, რაც მიიღწევა ყოველდღიური მკურნალობით.

დღეს არსებული თერაპიით, აივ – ინფექციის სტანდარტული მკურნალობა არის ARV მედიკამენტების კომბინაცია მინიმუმ ორი სხვადასხვა კლასიდან, რომლებიც ყოველდღიურად უნდა იქნას მიღებული ვირუსული რეპლიკაციის აღსაკვეთად, CD4 უჯრედების რაოდენობის გასაზრდელად. ის აჩერებს დაავადების პროგრესირებას. აივ დადებითი ადამიანები რომლებიც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იყენებენ, პარტნიორისათვის ინფექციის გადადება არ შეუძლიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინფექციის მქონე ყველა ადამიანი იმკურნალებს, აიფ-ინფექციის ახალი შემთხვევები აღარ გაჩნდება.

ინექციის  შესახებ საბოლოო დასკვნა გადაგზავნილია ევროკომისიაში განსახილველად. რისი დამტკიცების შემდგომაც, თითოეულ ქვეყანას მიეცემა რეკომენდაცია ინექციური სამკურნალო საშუალების  გამოყენებისა და სხვა დეტალების შესახებ.

 ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ COVID – 19 - ის შესახებ შიდსით დაავადებულმა ადამიანებმა

COVID -19 სერიოზული დაავადება და ყველა პიროვნებამ, ვინც შიდსით არის დაავადებული უნდა გაითვალისწინოს ყველა პროფილაქტიკური რჩევები, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს COVID - 19 -ით დაავადების შანსი.

ისევე როგორც მთელი მოსახლეობა, ასევე ხანში შესული ადამიანები, რომლებიც შიდსით არიან დაავადებულნი ან ადამიანები რომლებიც დაავადებულნი არიან შიდსით და აქვთ გულის ან ფილტვების პრობლემები, განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან ვირუსით დაავადების შემთხვევაში.

შიდსის გაერთიანებული ერების პროგრამა , აქტიურად იღებს ინფორმაციას, იმ ქვეყნებიდან სადაც გავრცელებულია ორივე დაავადება, იმის შესახებ თუ რა გავლენა აქვს შიდსით დაავადებულ ადამიანებზე COVID-19- ს. ინოვაციებისა და ადაპტაციის წარმატებული დანერგვა კი, რომლებიც საჭიროა შიდსით დაავედბული ადამიანების მომსახურეობის გასაწევად, ხელს შეუწყობს მინიმუმამდე დაიყვანოს COVID-19-ის ზემოქმედება შიდსით დაავადებულ ადამიანებში და ინფორმაციის გავრცელებას გამოვლენისთანავე.

მანამდე, სანამ მეტი ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, შიდსით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებით ისენი ვის ორგანიზმშც პროგრესირებს, ან ცუდად კონტროლირდება შიდსის ინფექცია, უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღება მიაქციონ პროფილაქტიკურ რეკომენდაციებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შიდსით დაავადებულმა ადამიანებმა მიიღონ სამკურნალო წამლების რამდენიმე თვის მარაგი წინასწარ.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics