|
2020-11-26 15:31:07, 478 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2020 წლის 26 ნოემბერს ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სააგენტოს განმარტებით, სიუჟეტში დასმული აქცენტები პრინციპულად არ შეესაბამება სიმართლეს და ხაზგასმა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში, ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა სააგენტოს ხელმძღვანელობის პირადი კომფორტისთვის, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. სააგენტოში არსებული მოძველებული ავტოპარკი მთლიანად იყო ამორტიზებული და სათანადოდ ვეღარ ემსახურებოდა დევნილთა განსახლების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით აღნიშნული ავტომანქანების შესყიდვის პროცედურები , სააგენტომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2020 წლის ნოემბერში კი მართლაც შეიძინა, დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დაბალ ფასად, ეკონომპაკეტის ,,ფორდ ფიესტას“ მოდელის ავტომანქანები, რომლებიც გახლავთ სამორიგეო დანიშნულების, გააჩნია სააგენტოს ლოგო და არ არის განპიროვნებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ისინი განკუთვნილია მხოლოდ საველე სამუშაოებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ვიზიტებისთვის, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად, მონიტორინგის პროცესის ხარისხიანად და ოპერატიულად განსახორციელებლად, დევნილთა და ეკომიგრანტთა ოჯახების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამუშაოების მომსახურებისთვის. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სააგენტოს არც ერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და აქტიურად ახორციელებს დევნილი მოსახლეობის მონიტორინგისა და განსახლების პროცესს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს კი სააგენტოს თანამშრომლები პირადად ურიგებდნენ განსაკუთრებით მოწყვლად დევნილ ოჯახებს სურსათსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც სააგენტო გასწევს, ემსახურება ერადერთ მიზანს - ეს გახლავთ დევნილთა განსახლება და მათი უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)