05:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-22 15:47:07, 452 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არჩევნების სამართლიანად აღიარებამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია უფრო გაამძაფრა

"საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არჩევნების სამართლიანად აღიარებამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია უფრო გაამძაფრა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, მათი პარტიის საქმიანობის პრინციპი ადამიანის უფლებების დაცვაა, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ამოცანად ისევ დესტაბილიზაცია რჩება.

"დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა. ჩვენი სამომავლო პროგრამა ყველა ამ მიმართულების ახალი ძალით განვითარებას გულისხმობს! შემცირების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული სოციალური პრობლემები კვლავ მძიმე ტვირთად გვაწევს! ამასთანავე არათუ ჩვენი სამშობლო, არამედ მსოფლიო დგას არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე.

ვითარებას უკიდურესად ართულებს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ზარალი. ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია.

დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა. ჩვენი საერთო ამოცანა ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანაში მდგომარეობს! დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაუღალავად იშრომა. ყველას ვუდასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს!", - განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics