|
2015-09-25 14:30:18, 3751 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებისთვის სახლების მშენებლობა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპრეცედენტო პროექტის, უკიდურესად შეჭირვებულ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორის გურგენ სართანიას განცხადებით, – „პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. „წელს, 16– ასეთი სახლი აშენდება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება“, – განმარტა გიზო სართანიამ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ 13 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დაიწყო: ახალსოფელი – კვარაცხელია მზიური, ორსანტია – აბსანძე ზურაბი, ახალაბასთუმანი – შენგელაია ციალა, დიდინეძი – ჯიჯელავა გიორგი,კახათი – ჯიქია ეკატერინე,დარჩენი – არნანია გოჩა,ჭკადუაში – ნაჭყებია იგორი, ჩხორია – ლომაია შორენა,ჭითაწყარი – ბერულავა კახი,აბასთუმანი – მესხია ჟანა,ახალკახათი – შაყლანძე ლამზირა,ცაცხვი – სახურია მანუჩარი,დიდინეძი – კუკავა მამუკა. დარჩენილ სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხეცერა, ნარაზენი და შამადელაში სამშნებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ცნობისთვის, პროექტის მიხედვით 22 – 41 კვ/მ ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები აშენდება. ერთოთახიანი სახლები მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სამოთახიანი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მზის გამათბობელით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი. ბენეფიციარები ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლებში შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)