02:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 20:12:15, 713 ნახვა

პოლიტიკა
ვინ რამდენი მანდატით იქნება წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში - ირაკლი კობახიძის განმარტება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.

მისივე განმარტებით, მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ - 90, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5, ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

„ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, შესაბამისად მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციას შორის კი მანდატები ასე ნაწილდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics