2020-11-20 15:48:30, 534 ნახვა
პოლიტიკა
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს აზერბაიჯანელი სამშვიდობოები დაეხოცა
![]() აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომელმაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს მხარეებთან საჰაერო გზით სამხედრო ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა, პრეტენზიები აქვს. ალიევი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სურდა, რომ „გამხეცებულ მტერს აზერბაიჯანის სამშვიდობოები დაეხოცა“ „როგორია სომხეთის ურთიერთობა მეზობლებთან? აზერბაიჯანთან ასეთი ოკუპაციაა, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თურქეთთან. რუსეთი ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამს. მე ვიცი, რატომ ვერ შეძლეს მათ ირაღის მიწოდება ირანის გავლით. ეს იმიტომ მოხდა, რომ ირანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. იმიტომ რომ, ირანმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა, მათ დახურეს საჰაერო სივრცე, რადგან არ სურდათ, რომ დახოცილიყვნენ აზერბაიჯანელები. სომხეთს პრეტენზიები აქვს საქართველოსთანაც, რადგან ომის პერიოდში, საქართველომაც დახურა საჰაერო სივრცე და არ დაუშვა, რომ იარაღის გადაცემა მომხდარიყო. ამასთანავე, საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს მოეკლა ჩვენი სამშვიდობოები“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-24 13:31:03 სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა 2021-01-24 13:26:16 რუსეთში კორონავირუსის 21 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 491 პაციენტი 2021-01-24 12:57:03 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს 2021-01-24 11:25:44 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 2021-01-24 11:18:00 კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, ხოლო 30 აჭარაში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი
დღის თემა
|