2020-11-20 12:46:53, 533 ნახვა
საზოგადოება
დღეს და ხვალ გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვება არ იმოქმედებს
![]() 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება. საბჭომ განიხილა საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხი. აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და წერტილოვან შეზღუდვებზე, ასევე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. საბჭოზე ასევე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებაზე. ტესტირების პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ PCR-ტესტების პარალელურად, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება ანტიგენზე დამყარებული ტესტები. საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 96 860 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 77 932 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 894 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2226 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3411 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5879 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-24 13:31:03 სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა 2021-01-24 13:26:16 რუსეთში კორონავირუსის 21 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 491 პაციენტი 2021-01-24 12:57:03 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს 2021-01-24 11:25:44 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 2021-01-24 11:18:00 კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, ხოლო 30 აჭარაში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი
დღის თემა
|