2020-11-20 11:20:11, 319 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - პარლამენტი არ არსებობს, არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები და კობახიძეები
![]() პარლამენტი არ არსებობს, არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები და კობახიძეები, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ გეგმავს. „ალბათ, ერთი ჩიკოტალო იყო ცნობილი მანიაკი მკვლელი, რომელმაც 54 ბავშვი მოკლა, ხოლო მეორე არის ქალბატონი ჟვანია, რომელმაც საქართველო მოკლა არაერთხელ, ივანიშვილის დავალებით. პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს იმიტომ, რომ ხალხს ის არ აარჩევინეს. რეალურად არსებობს კუპრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ბერბიჭაშვილების შემადგენლობა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-24 13:31:03 სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა 2021-01-24 13:26:16 რუსეთში კორონავირუსის 21 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 491 პაციენტი 2021-01-24 12:57:03 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს 2021-01-24 11:25:44 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 2021-01-24 11:18:00 კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, ხოლო 30 აჭარაში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი
დღის თემა
|