00:17 - 31 Jul, 2026
|
2020-11-17 16:24:07, 690 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - გაუგებარია მეორე ტურს ვისთვის ატარებენ, ოპოზიციის არც ერთი კანდიდატი მონაწილეობას არ მიიღებს
ვისთვის ატარებენ მეორე ტურს, გაუგებარია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, არც ერთი პარტია, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. „ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ტურში მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია. თვითონ იციან თავიანთი საქმე, მაგრამ მეორე ტურში მარტო არიან დარჩენილი. არც ერთი პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ეს თითოეული მათგანის მყარი პოზიცია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)