|
2020-11-16 22:58:46, 487 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი - ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული - არ ვაპირებ ე.წ მეორე ტურში მონაწილეობას
მცხეთა - თიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი "გაერთიანებული ოპოზიციიდან" ცეზარ ჩოჩელი, აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. "ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის. ესეც არის მორიგი ტყუილი! მე-11 მაჟორიტარულ ოლქში [მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში] „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ხმების 50.22% მიიღო და ამ დრომდე გამარჯვება პირველივე ტურში მოპოვებული ჰქონდა. მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი „ენმ – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს დაუპირისპირდებოდა, რომელსაც, ცესკოს მიხედვით, პირველ ტურში ხმების 33.37% ჰქონდა მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)