|
2015-01-29 13:17:59, 687 ნახვა
საზოგადოება
დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პროექტი დამტკიცდა
მთავრობამ დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს, დევნილებისთვის დახმარებას, რომ მათ ჰქონდეთ არამხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სამუშაო ადგილები, შემოსავლები მათ შორის მცირე გრანტების პროგრამა და ასე შემდეგ. ეს არის 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, დამტკიცდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის დევნილთათვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2015-16 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს ამ ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სუბარმა. სოზარ სუბარის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 35 ეკომიგრანტს 1 ლარად ის სახლები გადაეცათ, რომლებიც მათ დაკავებული აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)