|
2015-09-24 12:45:11, 3821 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს ბაირამი ქედიდან მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუსლიმებს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაული ყურბან ბაირამი დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის მეჩეთიდან მიულოცა. მორწმუნეებთან ერთად მეჩეთში მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. „ჩვენი მრავალეროვანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ბათუმში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიება. სწორედ ეს ურთიერთდამოკიდებულება აერთიანებს აჭარაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ სითბო და სიკეთე შემოსულიყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. მუსლიმები ამ დღესასწაულზე შეწირულ საკლავს შეჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)