|
2015-09-23 18:31:34, 1954 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ სოფელ ჯალაბაშვილების დამეწყრილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადასცა
აჭარის მთავრობამ სოფელ ჯალაბაშვილების დამეწყრილ ოჯახებს 15 წლის პრობლემა გადაუჭრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს ქედის მუნიციპალიტეტში 12 ეკომიგრანტ, სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. „ისინი წლებია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ. ახალმოსახლეთა შერჩევა სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ბინები კენჭისყრის წესით გადანაწილდა. მომავალი საცხოვრებელი ბინის ნომრები მათმა მფლობელებმა საერთო ყულაბიდან თავისი ხელით ამოიღეს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. ახალმოსახლეობა მათ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მიულოცეს. „2013 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ქირით უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების ხარჯისა და ჭარბი ატმოსფერული ნალექით დაზიანებული მოსავლის კომპენსაციის მიზნით 1 101 ოჯახზე მატერიალური დახმარების სახით 2 132 934 ლარი გამოიყო . სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას მთავრობა მომავალშიც გეგმავს. 2013-15 წლებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 197 ოჯახი, აქედან: შუახევისში შესახლდა - 48 ოჯახი, ქედაში - 64 ოჯახი, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში კი 85 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი შესახლდა. 2015 წლის ბოლომდე ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დასრულდება 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში; 50 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში. 2015 წელს დაიწყო 58 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, რომელიც 2016 წელს დასრულდება. აჭარის მთავრობა აგრძელებს სოციალურად დაუცველთათვის მსგავსი პროექტების განხორციელებას და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)