16:17 - 03 Nov, 2026
|
2020-11-06 21:04:14, 5487 ნახვა
კახა ოქრიაშვილი - ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას
„ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას“, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ვირუსის გავრცელების საშიშროებას. „ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, ყველას ვისაც მიაჩნია რომ არჩევნები გაყალბდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და მისი ხმები მოპარულია, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები! გთხოვთ, თითოეულ მოქალაქეს, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ვირუსის გავრცელების საშიშროებას და იქონიოთ პირბადე. ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება!“, - განაცხდა კახა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)