19:58 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 17:10:30, 5566 ნახვა

კულტურა
ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

ჩინეთში, ქალაქ ივუში, ქართულ–ჩინური პროექტის ფარგლებში, ქართული კულტურის სახლი გაიხსნება. 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურის სახლი ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, 3000 კვადრატულ მეტრზე  განთავსდება და ის ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 
 ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი.
„ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას - ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში“, - განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ. 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიას, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი. ჩინეთში ხორციელდება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი.
ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი“ ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან“ თანამშრომლობით განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics