|
2020-11-05 01:54:49, 5612 ნახვა
ცესკო - ბიულეტენების გადათვლის შემდეგ რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა
საქართველოს საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. მათ შორის, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საარჩევნო უბნებში. ცესკოს ცნობითვე, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადათვლილია, ასევე ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც, აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგიც უცვლელი დარჩა. "ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს — დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი", — აცხადებენ ცესკოში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)