05:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 14:01:51, 477 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ერთ თარგზე მოჭრილ პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს

თუ არის გაყალბება, სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ერთპარტიულ, ერთ თარგზე მოჭრილ ცახესების პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს.

„დღეს პოლიტიკურმა ოპოზიციამ ანახა პოლიტიკური სიმწიფე, ერთგულება პრინციპებისადმი, ერთგულება სამართლიანი თამაშის წესებისადმი. ეს რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა, ვიტრიალებდით იგივე წრეზე. იქნებოდა გაუგებარი საუბრები გაყალბებაზე. თუ არის გაყალბება, სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა. დღეს საკითხი ზუსტად ასე დგას, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ამიტომაც ვარ ამაყი, რომ სრულიად ოპოზიციამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს ერთსულოვნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ან გვექნება ახალი არჩევნები ან მივიღებთ ივანიშვილის ჯამახერიას, რომელიც ასევე ჩამოიქცევა. ერთპარტიულ, ერთ თარგზე მოჭრილ ცახესების პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ყველაზე გვიან გაზაფხულზე ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics