|
2020-11-01 16:20:12, 708 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - თუ ეს არჩევნები საზოგადოებამ ივანიშვილს გადააყლაპა, ბრეჟნევი მონაგონი იქნება
გიგი უგულავა - თუ საზოგადოებამ ივანიშვილს ეს არჩევნები გადააყლაპა, ბრეჟნევი მონაგონი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დასრულებული ოპოზიციის შეკრების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აუცილებლად დააყენებს. „საბოლოო პოზიცია დღევანდელი დღის განმავლობაში ან ხვალ ჩამოყალიბდება. მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი. საქართველოს ოპოზიცია, ისევე როგორც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას თვითონ, კანონისა და ჯანსაღი აზრის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს არჩევნები თუ გადააყლაპა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს, ბრეჟნევი მონაგონი იქნება. არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ჩვენ ვაყენებთ. ლეგიტიმაციის პრობლემა ამ პარლამენტს ნამდვილად აქვს. ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)