|
2020-11-01 15:10:21, 3762 ნახვა
მარგველაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც ენმ-მ 2012-ში
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც ენმ-მ 2012-ში“ , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებს“ რეალობისთვის თვალი უნდა გაესწორებინა. „2012 წელს ვინც გავიმარჯვეთ და ვისაც გვეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებდა გამარჯვებას, ეს ხალხი დღეს ვუყურებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც „ნაციონალებმა“ შეძლეს 2012 წელს - იმის აღიარება, რომ მათ არ აქვთ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. „ნაციონალებმა“ შეძლეს და თვალი გაუსწორეს იმას და თქვეს, რომ ქართველმა ხალხმა დღეს ზურგი მოგვაქცია. როგორ ვერ უნდა იპოვნო საკუთარ თავში იმის ძალა, რომ მარცხი აღიარო. მე ეს მოლოდინი არ მქონდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ მან მაშინ ამის გაკეთება შეძლო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)