|
2020-11-01 00:56:54, 2904 ნახვა
„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ
„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო ფაქტობრივი შედეგი მეორე ტურში გადაწყდება. „ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მონაცემებით დასტურდება ის, რაც ეგზიტპოლების ნაწილში იყო. ვერ მიიღო საქართველოს მართვის მანდატი ივანიშვილმა საზოგადოებისგან. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ამ ხელისუფლების შეცვლას. სამწუხაროდ, საბოლოო ფაქტობრივი შედეგი გადაწყდება მეორე ტურში. იმ ოლქში, სადაც ჩვენი ვიმყოფებით, ფოთში-ხობში-სენაკში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და ოცნების კონკურენტი მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი და პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბატონი ზოდელავა. რა თქმა უნდა, ისე როგორც ყველგან „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ და ჩვენი კონკურენტების, ამ შემთხვევაში ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიან მაჟორიტარებზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა და როგორი უგუნურება იყო სხვა ოპიზიციური პარტიებისგან ამ გეგმაში მონაწილეობის არმიღება, მაგრამ ეს წარსულია. ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც მთელ ქვეყანაში მიიღო, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)