|
2020-10-31 08:52:48, 3501 ნახვა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპონენტების პროვოკაციებისა საარჩევნო პროცესი მაინც დესტაბილიზაციის გარეშე მიმდინარეობს. „მე მინდა სრულიად სქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მომავალს. ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მცდელობისა მათ შეეტანათ დესტაბილიზაცია საარჩევნო პროცესში ამას ვერ მიაღწიეს. საარჩევნო კამპანია ჩვენი მთავრობის მიერ არის დაცული. ჩვენ გვაქვს სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს ჩვენ ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ“ , - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)