|
2015-09-22 16:47:22, 3963 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა სოციალური სახლების მშენებლობას იწყებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენების პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „შაკო+“ – სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთშეთანხმებას ხელი მოეწერა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია კომპანიის ხელმძღვანელს, თეიმურაზ შამათავას საცხოვრებელი სახლების პროექტის განხორციელების ხარისხზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენების პროექტი მუდმივი კომტროლის ფონზე განხორციელდება, რადგან თითოეული დეტალი პროექტის ფარგლებში ზედმიწევნით იქნეს შესრულებული. „ ვისურვებ, რომ ეს სახლები პროექტის ფარგლებში იყოს ხარისხიანად შესრულებული რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ღირსეულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრება, რისთვისაც გამგეობა მაქსიმალურად ჩაერთვება პროექტის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)