|
2020-10-30 17:41:35, 741 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს" საჩივარი „იმედის" წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა" ეთერში არ განათავსა. ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა" ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი - რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ვიდეო-რგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა და მეორე - ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც არღვევს „საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედმა" ვერ დაასაბუთა შესაბამისი მტკიცებულებებით ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იგი ვიდეო-რგოლის განუთავსებლობის მიზეზად უთითებდა. ხოლო რაც შეეხება უცნო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას წინასაარჩევნო რეკლამაში, კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში მიხეილ სააკაშვილის სურათის გამოყენება არ შეიძლება განიმარტოს როგორც მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ვინაიდან აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა წარმოადგენს ნებელობით აქტს, რომელიც გულისხმობს პირის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია „იმედის" მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)