06:55 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 14:36:35, 626 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!

პარტიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად  რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი ჩარჩოებიდან გავიდა, რადგან „აიპიემისთვის“ დაკვეთილ კვლევაში, მოქალაქეებს ერთ-ერთ პასუხად შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობენ.

თალაკვაძე მოუწოდებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ აღნიშნულ  ფაქტს სათანადო შეფასება მისცენ.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ.

საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!​“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics