|
2020-10-28 11:43:24, 527 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი - საარჩევნო უბანზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა
როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება, წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ, ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაზე დაყრდნობით და არჩევნებზე იქნება უსაფრთხო გარემო, როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ამომრჩევლებისთვის. „ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩევლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული, მიუხედავად პანდემიისა. სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა და დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, მათ შორის, პირბადე ატარონ ღია სივრცეშიც. „ვაგრძელებთ მართვისა და ადაპტაციის პროცესს. სახელმწიფოს მხრიდან ხდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულება, რომელიც დადგენილია და აღსრულების კონტროლი. ბუნებრივია, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურად დაიცვან, მათ შორის, პირბადე ატარონ ღია სივრცეშიც, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია ვირუსის გავრცელების შენელებასთან,"- განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)