2020-10-27 21:52:25, 4257 ნახვა
High - Tech
QAnon მითებზე დაფუძნებული მოძრაობა მასების სამართავად, რომელმაც საქართველოშიც შემოაღწია
QAnon მოძრაობა რომელიც ძალადობასა და მითებზეა დაფუძნებული, კორონავირუსის პანდემიამ უფრო გაამწვავა და მას მომხრეები, როგორც მსოფლიოში არსევე საქართველოში გაუჩინა. QAnon შეთქმულების თეორიის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფია. მათ სწამთ, რომ ამერიკას მართავს სატანის მოთაყვანე ჯგუფი, რომელიც თავში უდგას ბავშვების სექს-ტრეფიკინგის კულტს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ჯგუფი დონალდ ტრამპს ებრძვის და პრეზიდენტობის დღიდან, ტრამპს მათთან გამკლავება უწევს. ამ თეორიების არც-ერთი პუნქტი ფაქტზე დამყარებული არაა. სათერს მტკიცებულებად მოჰყავდა კომპანია, რომელსაც მინიჭებული აქვს კორონავირუსის კვლევის უფლება და კავშირები აქვს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან. კომპანია Pirbright -მა განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ისინი იკვლევენ ინფექციური ბრონქიტის ვირუსს, რომლითაც დაავადება ღორებსა და ფრინველებს სჩვევიათ, თუმცა არა ადამიანებს. “ჩინეთი და რუსეთი გეგმავენ რეალური ვირუსის გავრცელებას. 15 სექტემბერს, პარლამენტის წინ, დაახლოებით, 200 ადამიანი შეიკრიბა, მათ თან დასამასოვრებელი პლაკატები, ჯვრები და ხატები ჰქონდათ. მშობლებს შვილები ახლდნენ, ხატებს - სასულერო პირი, რომელმაც ჯერ საკმეველი დაანთო, შემდეგ პარაკლისი აღავლინა და ნაკურთხი წყალიც ჩამოარიგა. პირბადე არავის ჰკეთებია, არც სოციალური დისტანცია იყო დაცული, განსაკუთრებით, “მამაო ჩვენოს” კომუნალური წარმოთქმის დროს. ისტორიას აქციის მონაწილეები ასე ყვებიან: ჯერ კიდევ 2017 წელს, ბილ გეითსმა ყველა სახემწიფოს წინასწარ დაინფიცირებული PCR ტესტები მიჰყიდა, რომლებითახ ახლა ვირუსს ავრცელებენ. გარდა ამისა, PCR ტესტები ჰიპოფიზსაც აზიანებს და ჩვენს ტვინს 5G ანტენის სიგნალისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 5G ანტენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან კარანტინისას დაამონტაჟეს, ნომებერში ჩაგვირთავენ, მანამდე კი თერმოსკრინინგითა და ულტრაიისფერი დასხივებით გვამზადებენ, რომ უკეთ გადვაკონტროლონ. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო იანვარში 5 მილიონ დოლარს მიიღებს. ერთადერთი, რაც მანამდე ევალება, იანვრამდე ქვეყნის “გაწითლებაა.” შეთქმულების ამ თეორიის უკან ბილ გეითსი, კლინტონების ოჯახი და მარკ ცუკერბერგი დგანან. ონლიან სწავლებაც მათი დიდი გეგმის ნაწილია - სულ ცოტა ხანში დაზომბირებულ, დასკანერებულ და უსწავლელ ახალგაზრდებს გამოზრდიან. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ PCR ტესტებს გადარჩენილებს ბოლოს ვაქცინა მოგვიღებს, რომელიც ჩვენს გენეტიკას შეცვლის. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, შეთქმულების თეორიებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა. ბილ გეითსის და დასავლეთის ჩართვა ამ ნარატივში სიახლე არ არის - BBC-ის ამ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გეითსი ამერიკის საზოგადოებრივი ჯანრთელობის სახეა და უკვე დიდი ხანია, კონსპირატორების შთაგონების წყაროდ იქცა. თანაც, რუსი კონსპირატორების - ჯგუფში “კორონა მაფია” ვიდეოლექციები ძირითადად რუსულ ენაზეა, ქართულენოვანი წყაროები კი მითების დეტექტორმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაუკავშირა რუსულ მედიას: "ქართულ მედია სივრცეში კორონავირუსის და მიკროჩიპების კონსპირაცია 25 მარტს საიტმა fact2.ge-მ გამოაქვეყნა,” - ვკითხულობთ 2 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, - “რუსული წყაროებიდან კონსპირაცია გაავრცელეს yandex.ru, x-files, cont.ws, fondsk.ru, oko-planet.su, business-gazeta.ru, zavtra.ru, svpressa.ru, livejournal.com, “AfterShock”. 19 მარტს მსგავსი შინაარსის ვიდეო იუთუბ არხზე Winde Changer-მაც ატვირთა სათაურით “Билл Гейтс. Микрочипы для борьбы с коронавирусом?” მათი მხარდამჭერი სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, შეთქმულების თორიების მიმდევრებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს რუსული წყაროების გაზიარება სოციალურ მედიაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „გრაფიკა“ ავრცელებს. საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, რომლებმაც აგვისტოს დასაწყისში ბერლინში პროტესტის 20 000 მონაწილე შეკრიბეს, აცხადებენ, რომ შეზღუდვები, მათ შორის ნიღბის ტარება მათ უფლებებსა და თავისუფლებას არღვევს. ისინი კვირის ბოლოს ბერლინში ანალოგიური საპროტესტო აქციის „ შეკრება თავისუფლებისთვის“ ჩატარებას გეგმავდნენ. მკვლევარები ამ ფენომენს 2017 წელს ინტერნეტ სივრცეში მისი პირველად გამოჩენის შემდეგ სწავლობენ. თუმცა, მათი თქმით, მაშინ QAnon-ის საქმიანობაში რუსეთის კვალი არ ჩანდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები საკუთარ როლს თამაშობენ შეთქმულების თეორიების ე.წ. QAnon-ის გასაძლიერებლად. ეს აჩენს ეჭვებს რუსეთის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ ჩარევასთან დაკავშირებით. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ტესტირების წინა ეტაპებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, ის უსაფრთხო და იმუნოგენურია, რის გამოც უკვე ტესტირების მესამე ეტაპზე გადადიან. მან აგრეთვე პანდემიის კონტროლისათვის ვაქცინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, მასობრივი მოხმარებისთვის ვაქცინის გამოჩენას მსოფლიო მედიცინისთვის კარგ მიღწევად მიიჩნევს და, მისი პროგნოზით, ვაქცინა ზამთარზე ადრე ბაზარზე ვერ გამოჩნდება. მან შეთქმულების თეორიის მიმდევრები დაამშვიდა და განაცხადა: „ნეტავ, ვაქცინა მას ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დღეს მთავარია, ვიცხოვროთ კორონასთან ერთად ისე, რომ კორონამ არ შეგვაწუხოს. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ელემენტარული წესები, რომელიც შემუშავებულია“. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა შემოვიდეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ მოხდება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|