2020-10-27 14:45:54, 511 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ლარი, ფასები, ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ
ლარი, ფასები, ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რომ არ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ იქნებოდა ცნობილი, თუ ვინ იყო ტერორისტი და მძარცველი. „ყველა ამ ქმედებაში არაპროფესიონალიზმი ჩანდა. ძალოვანების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართულია პროცესები. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას. ფაქტია, რომ ლარი, ფასები ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ“, – განაცხადა გოცირიძემ. ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან ხუნდაძე - აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, გაწეულ დახმარებას პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს
პესკოვი - მოსკოვისთვის ცნობილია ნატოს სურვილი, რომ გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში და რეგიონს არასტაბილურობა შემატოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ბანკის“ დირექტორის მოადგილე ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
|
ომი უკრაინაშიოსტინი - აშშ არ დაუშვებს, რომ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდეს
პეტრ პაველი - ჩეხეთი ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 432 390-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|