13:32 - 19 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 13:11:31, 404 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ბევრი მოხალისე და დამკვირვებელი გვყავს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის, კორონავირუსით ხალხის დაშინებას და პირდაპირ მოსყიდვას.

მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი მოხალისე და დამკვირვებელი ჰყავს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.

„ხელისუფლება ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის. პირველი - კორონავირუსით ხალხის დაშინება, რათა მათ არჩევნებზე მოსვლის შეეშინდეთ, რადგან ხელისუფლება ფიქრობს, ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგია. მეორე ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია არის შემთხვევების, როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლისგან ყიდულობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობთ და დამადასტურებელ  ფაქტებსაც წარმოგიდგენთ.

მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“. მეგობრებო, მაქსიმუმ 30-35% მიიღოთ შედეგი. რაც არ უნდა მანიპულაცია გააკეთოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი იმისთვის, რომ ვერ შეძლოთ არჩევნებში გაყალბების უფლება. იცოდეთ, არჩევნებით მანიპულაციას თუ ეცდებით, საკადრის პასუხს მიიღებთ.

მოვუწოდებ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ, არ შეგაშინოთ კორონავირუსმა. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ვირუსის პერიოდში არჩევნები ჩატარდა, არ გამხდარა ვირუსი გავრცელების წყარო. რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც გადადების ნულოვანი შანსია. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიისა, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს და პირდაპირ ვადანაშაულებ ბატონ გახარიას, „ქართულ ოცნებას“ ხალხის დაშინებაში, რადაგან ისინი ფიქრობენ, კორონავირუსის აგრესიული კამპანიის პირობებში, ხალხი არ მივა არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ხიდაშელს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია
კობახიძე - საპატრიარქოს დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს
პრემიერი - ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს
პრემიერი - არსებობენ არასამთავრობოები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics