13:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 13:09:26, 584 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანის ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია შეეცდება ცრუ ინფორმაციის შექმნას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია შეეცდება ცრუ ინფორმაციის შექმნას.

მისივე თქმით, აღნიშნული სქემის მიხედვით, გავრცელდება ცრუ ინფორმაციები, რომ იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების ჩატარებას ვერ გაართვეს თავი.

თეა წულუკიანის განმარტებით, წლევანდელ არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვი გაორმაგებულია

„ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებშo და მანამდეც გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას, ასევე ჩვენი პარტია ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდამჭერა, რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან ოპონენტებმაც და ამას აჩვენებს, როგორც ჩვენი კანდიდატების მხარდამჭერი ორგანიზაციების გაკეთებული სხვადასხვა ორგანიზაციები, რასაც თავადაც ატარებენ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა.

ეს არის რეალობა, მათ იციან რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლის თანახმადაც ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი რადიკალური წარმომადგენელი შეეცდებიან რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები, იმასთან დაკავშრებით, რომ თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების ჩატარებას ვერ გაართვეს თავი.

ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ამ სქემის რომელიც ხაზს ვუსვამ, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ. დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ - „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული," სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ კონსტანტაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics