02:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 20:59:53, 406 ნახვა

საზოგადოება
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპლექსი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით  წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები  ლითონის ცხაურებით და ჭებით. გამწვანდა ეზოსა და ციხის ტერასების გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარით, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს.

აღდგა ერეკლეს აბანო. ნაგებობა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან, დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება (საძირკვლისა და იატაკის ფილის  გაძლიერებით); აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, შესასვლელი ხის კარის დამზადება-მონტაჟით და აგურის იატაკის დაგებით.

განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები: გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე; გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან; გადალაგდა  გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო  მილები; საძირკვლები გაძლიერდა ყორე-ბეტონით, მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის გასაკეთებლად  მოწყობილ ღრმა ჭრილში  გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდა სამშენებლო კომპანიის - „იკორთა 2007“ მიერ. პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებული კომპლექსი ასევე დაათვალიერეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics