|
2020-10-26 18:40:44, 552 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის ბიჭი კოვიდ19-სგან გამოჯანმრთელებული იყო
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცი კოვიდგამოჯანმრთელებული იყო და მან საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, „გარდაცვლილი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო“. „კოვიდ გამოჯანმრთელებული 3 ოქტომბერს იგი მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი „პისიარ“ ტესტირება და დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში მოხდა მისი სასტუმრო სივრცეში მასთან მიმართებაში მეთვალყურეობის გაგრძელება ექიმის მიერ და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს, შესაბამისად მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გათვალისწინებული პროტოკოლის შესაბამისად და მინდა ხაზი გავუსვა, რომ გაწერისას მოხდა აღნიშნული პირის ექიმის მხრიდან შეფასება, თავს გრძნობდა კარგად, დამაკმაყოფილებლად, მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი, რამოდენიმეჯერ მის მიერ ექიმთან მიმართვა, იმასთან დაკავშირებით რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს გრძნობდა კარგად. მინდა აღვნიშნო, რომ პირი არ იყო კოვიდინფიცირებული, ის იყო კოვიდგამოჯანრთელებული. დღეს იგი ნახეს გარდაცვლილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ასრულებდა სამუშაოებს, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე, შეგვიძლია მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით მიმდინარეობს მოკვლევა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)