14:09 - 19 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 17:00:34, 437 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური კურსის ერთგულება ქვეყნის განვითარების გარანტიაა

„საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამბიციური განცხადებაა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების უკან  ხელისუფლების მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმოებული სწორი პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობაა.

"როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ნატოსთან. და ეს სწორედ იმ თანმიმდევრული, სწორი და გააზრებული საგარეო პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლო 8 წლის განმავლობაში  ახორციელებს",  – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება იმ მაღალ სანდოობაზე გაამახვილა, რითიც საქართველო ევროკავშირის მხრიდან სარგებლობას.

დავით ზალკალიანის თქმით,  სწორედ ამ მაღალმა სანდოობამ   გახადა შესაძლებელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასთან ერთად, და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, ასევე ევროკავშირთან მთელი რიგი უნიკალური და უპრეცედენტო ფორმატების დაფუძნება, კერძოდ, როგორიცაა უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი, ენერგეტიკის, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის ფორმატები, და საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის დიალოგის მაღალი ფორმატი.

დავით ზალკალიანის თქმით, ამ კონკრეტული და ხელშესახები შედეგების საფუძველზე, ევროკავშირის და  ევროპელი პარტნიორების მხრიდან დღეს საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ევროპული უსაფრთხოების საკითხში, როგორც სამაგალითო რეფორმატორი ქვეყანა.

მიღწეული შედეგების კვალდაკვალ, საქართველო ახალ ამბიციურ გეგმებსაც ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, „რაც გულისხმობს ევროკავშირის ერთიან ბაზარში გაწევრიანებას, 4 თავისუფლების მოპოვებით, და რაც ასევე ნიშნავს საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში".

თავის გამოსვლაში მინისტრმა ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის, როგორც ევროპასთან  დამაკავშირებელი რეგიონის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს აქვს შავი ზღვა, რომელსაც ის აქტიურად გამოიყენებს  მნიშვნელოვანი ფიზიკური და ინტეგრაციული პროცესების განსავითარებლად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და განათლების მიმართულებით.

„დიახ, ჩვენ გვინდა უკვე ვიმოქმედოთ ისე, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის უფრო მეტ პროექტსა თუ პროგრამაში გაწევრიანება" - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი. ამ შედეგებს მომავალში ჩვენ აუცილებლად განვავრცობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც ნატო საქართველოს მისაღებად პოლიტიკურად ჩამოყალიბდება" - განაცხადა მან.

მისი თქმით,  როგორც სანდო და საიმედო პარტნიორმა, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში, რაც ქართველი ჯარისკაცების უდიდესი დამსახურებაა. გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესშიც.

ზალკალიანის თქმით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, და სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია ის, რომ საქართველოს გააჩნია ნატოს ყველა  პრაქტიკული ინსტრუმენტი, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა.

„შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დღეს უამრავი ნატოელი პარტნიორი შემოდის პორტებში, ჩვენ მომავლშიც გავაგრძელებთ წვრთნებს, არა იმისთვის რომ საქართველო ომისთვის ემზადება, არამედ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მდგრადი თავდაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის" - დასძინა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი კონსტიტუციაში ასახა.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი განაცხადია, რომლის  კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარების კიდევ ერთი გარანტიაა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კასპის მუნიციპალიტეტიდან 8 ახალგაზრდა ძიუდოისტი გერმანიაში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics