14:32 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 15:06:32, 549 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრის გახსნას დაესწრო. ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის  ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 32156 ლარი შეადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ცხელი ხაზი და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნი სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.

ღონისძიებას მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები ირაკლი გვილავა და გელა ჩივიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ესწრებოდნენ. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics