2015-09-22 09:43:25, 369 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საჭიროების შემთხვევაში რეზერვების გამოყენება და ბიუჯეტის გადახედვა მოხდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდა შესაძლებელია რეზერვების გამოყენება და ბიუჯეტის გადახედვა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მან მოისმინა პოზიციები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისგან, რომ ისინი ყველა ბერკეტს გამოიყენებენ ლარის გასამყარებლად.
„ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მზად არის, ყველა არსებული ბერკეტი და ინსტრუმენტი გამოიყენონ. თუ საჭირო გახდება რეზერვების გამოყენება და ბიუჯეტის გადახედვა მოხდება. ჩვენ კოორდინაციის რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან