17:36 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 21:51:51, 556 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე - ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს თავიანთი მიზნებისთვსი იყენებენ

„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს თავიანთი მიზნებისთვსი იყენებენ“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამაუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ საგამოძებო ღონისძიებების პირველი ნაწილიც არ დამთავრებულა და ოპოზიცია უკვე დასკვნებს დებს.

„აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, როგორ იყენებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს თავისი პოლიიტიკური მიზნებისთვის. იმას თავი დავანებოთ, რომ იქ როდესაც ყაჩაღობა მიდიოდა და მძევლები ჰყავდათ აყვანილი, პოლიტიკოსები ქვემოთ, შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სცემდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. გამოდიოდნენ და რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ვიღაცას აბრალებდნენ, ვიღაცას Facebook-ში რომ ეჭვები გამოეთქვა კონკრეტული პირების მიმართ, გარკვეული, იმასთან დაკავშირებით რა დღეში იყვნენ, როგორ აბრალებდნენ ამასაც მმართველ გუნდს და ა.შ. ამას თავი დავანებოთ. 

მეორე, როგორ იყენებენ ისინი არა მხოლოდ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ძალიან გაუხარდათ და ჩანდა ეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. როგორ იყენებენ ისინი სამანიპულაციოდ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, როდესაც პირველი ნაწილიც კი არ არის ღონისძების დამთარებული, ისინი რა განცხადებებით გამოდიოდნენ და რას კადრულობდნენ მათი მედიასაშუალებები“ , - განაცხადა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics