04:24 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 11:11:53, 551 ნახვა

პოლიტიკა
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა კარგი მეზობლობის კარგი მაგალითია

„ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან სრულყოფილია. ერთმანეთს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფრანგულ გაზეთ Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„აზერბაიჯანი არის პირველი ან მეორე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, ასევე პირველი ან მეორე გადამხდელი სიდიდით. ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. ჩვენ გვქონდა სამიტები და ასევე მინისტრთა შეხვედრები, მათ შორის შევხვდით თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრს. ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციები გადის საქართველოზე.

საქართველოში არის აზერბაიჯანული დიდი თემი, დაახლოებით 300 000 ადამიანი, ამიტომ ჩვენი ურთიერთობები სრულყოფილია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები, როგორც საქართველოსთან, ასევე თურქეთთან, შეიძლება ითქვას, არის კარგი მეზობლობის, კარგი მაგალითი. სხვათა შორის, არ აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მრწამსს, ჩვენ არ ვუყურებთ რეგიონს ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics